იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ყველას ვუჭერთ მხარს, მაგრამ ახლა მაკედონიაა, ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ყველას ვუჭერთ მხარს, მაგრამ ახლა მაკედონიაა, ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას

ჩვენ ყველას ვუჭერთ მხარს, მაგრამ ახლა მაკედონიაა, ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-ს კონფერენციის ფარგლებში ხელი ჩამოართვა ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერს და აღნიშნა, რომ  ჩრდილოეთ მაკედონია ალიანსის ახალი წევრია.

აღნიშნულის შემდეგ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი დაინტერესდა, იქნება თუ არა საქართველო შემდეგი ქვეყანა, რის პასუხადაც სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

„ჩვენ ყველას ვუჭერთ მხარს, მაგრამ ახლა მაკედონიაა – დიდებული ქვეყანა, დიდებული პარტნიორი. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს მისწრაფებას, იაროს ნატო-ს წევრობისკენ და დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში წარმოდგენილი, ვიდრე აქამდე ყოფილა. ჩვენ ასევე ძალიან მადლობლები ვართ საქართველოსი, რომ ეხმარება ნატო-ს, ჩვენ ვმუშაობთ ერთად. საქართველო ნატო-ს ძალიან ღირსეული პარტნიორია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.