იენს სტოლტენბერგი - ჩვენ მოვიწვევთ შვედეთს და ფინეთს ნატო-ში წევრობისთვის, ეს ადასტურებს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია წარმატებებს, მას სურს ნაკლები ნატო და იღებს მეტ ნატო-ს
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ მოვიწვევთ შვედეთს და ფინეთს ნატო-ში წევრობისთვის, ეს ადასტურებს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია წარმატებებს, მას სურს ნაკლები ნატო და იღებს მეტ ნატო-ს

ჩვენ შევთანხმდებით მთლიანობაში ყველაზე დიდ თავდაცვის შეკავებაზე ცივი ომის დასრულების შემდეგ. ასევე, ჩვენ მოვიწვევთ შვედეთს და ფინეთს, რათა გაწევრიანდნენ ნატო-ში, რაც ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი არის ღია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

სტოლტენბერგის თქმით, ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, რისთვისაც მან ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა აშშ-ის ვალდებულებების გამო ნატო-სთან, ევროპის უსაფრთხოებასთან მიმართებაში, რასაც თქვენს მიერ გაცხადებული ადასტურებს, რაც გულისხმობს აშშ-ის ყოფნის გაზრდას ევროპაში. ეს ადასტურებს თქვენს გადამწყვეტ ლიდერობას, ტრანსატლანტიკური კავშირის გაძლიერებაში და ჩვენ ასევე ვხედავთ თქვენი და შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რაც იქნება უმთავრესი საკითხი ამ სამიტზე, ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი ზელენსკი, ის მიმართავს სამიტს და როგორც ვთქვით ეს იქნება ისტორიული სამიტი, ტრანსფორმაციული სამიტი, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რითაც შევცვლით ამ ალიანსს მომავალი წლებისთვის. ჩვენ შევთანხმდებით ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, გეგმაზე, რომელიც იქნება ნატო-ს პროგრამა უფრო სახიფათო და კონკურენტუნარიან მსოფლიოში. ჩვენ შევთანხმდებით მთლიანობაში ყველაზე დიდ თავდაცვის შეკავებაზე ცივი ომის დასრულების შემდეგ. ასევე, ჩვენ მოვიწვევთ შვედეთს და ფინეთს, რათა გაწევრიანდნენ ნატო-ში, რაც ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი არის ღია. ეს ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ვერ მიაღწია წარმატებებს ნატო-ს კარის დახურვის კუთხით, მან მიიღო იმის საწინააღმდეგო, რაც სურდა. მას სურს ნაკლები ნატო და იღებს მეტ ნატო-ს შევედეთის და ფინეთის ჩვენს ალიანსში გაწევრიანებით. ჩვენ შევთანხმდებით უკრაინისთვის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მიღებაზე და ასევე მივესალმები იმ ფაქტს, რომ ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა განვაცხადოთ, რომ ევროპელი მოკავშირეები და კანადა ძლიერდებიან მეტი მაღალ მზადყოფნაში მყოფი ძალებით და ზრდიან თავდაცვის ხარჯებს. ყოველივე ეს ადასტურებს ჩვენი ალიანსის ერთიანობას და სიძლიერეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.