იენს სტოლტენბერგი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას, განახორციელოს რეფორმები
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას, განახორციელოს რეფორმები

შავი ზღვა ნატო-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ალიანსი ქვეყანას მხარს უჭერს.

„ალიანსი არის წარმოდგენილი შავ ზღვაზე, ჩვენ გვყავს წევრები თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი, გვყავს პარტნიორები საქართველოსა და უკრაინის სახით. ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ შავ ზღვაზე, აქტიურად ვმუშაობთ უკრაინასთან იმ პრობლემების დასაძლევად, რომლის წინაშეც დგას უკრაინა რუსული აგრესიის შემდეგ. საქართველო არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას, განახორციელოს რეფორმები და მადლობას ვუხდით საქართველოს ნატო-სთვის მხარდაჭერის გამოც“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.