იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გვინდოდა, რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობაში ჩაგვერთო, მაგრამ დახურეს კარი, როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვეძებდით, ისინი ამზადებდნენ შეჭრას
ჩვენ რუსეთთან ვკონტაქტობდით კვირებისა და თვეების განმავლობაში. რუსეთს მივმართავდით და ამ მოლაპარაკებებს ფაქტობრივად სერიოზულად არ აღიქვამდა. როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვეძებდით, ისინი ამზადებდნენ შეჭრას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსებმა დახურეს კარი პოლიტიკური გადაწყვეტილებისადმი.
„აღნიშნული შემოჭრა არ არის სიურპრიზი. რაც მოხდა ღამის განმავლობაში არის ის, რასაც მოკავშირეების უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურები დიდი ხნის განმავლობაში პროგნოზირებდნენ. ჩვენ გვინდოდა, რუსეთი ჩაგვერთო დიპლომატიურ ურთიერთობაში, ვეუბნებოდით, რომ იქნებოდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური სანქციები, თუ უკრაინაში შეიჭრებოდა. მიუხედავად ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევისა, ჩვენი გზავნილებისა ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.
ჩვენ შესაბამისი ზომები განვახორციელეთ, რათა დავიცათ საკუთარი თავი. ბოლო კვირებში და თვეებში ჩვენ გავზარდეთ აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს ძალების ყოფნა – გავზარდეთ საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ჯარები. მომდევნო კვირებში დამატებითი ძალების გადასროლა მოხდება. ჩვენ არ გვჭირდება კონფრონტაცია. ჩვენ უნდა ავიცილოთ თავდასხმა ნატო-ს ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე.
ჩვენ რუსეთთან ვკონტაქტობდით კვირებისა და თვეების განმავლობაში. რუსეთს მივმართავდით და რუსეთი ამ მოლაპარაკებებს ფაქტობრივად სერიოზულად არ აღიქვამდა. როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვეძებდით, ისინი ამზადებდნენ შეჭრას. როდესაც ვგეგმავდით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ისინი ზრდიდნენ საკუთარ ძალებს უკრაინის საზღვარზე და ახლა შეჭრა დაიწყეს. რუსებმა დახურეს კარი პოლიტიკური გადაწყვეტილებისადმი. ჩვენ ნამდვილად გული გვწყდება ამასთან დაკავშირებით, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ექნება ძალიან მძიმე შედეგები უკრაინის მოსახლეობისთვის.
ჩვენ ვცდილობდით, რუსეთთან გავსულიყავით კავშირზე და თავიდან აგვერიდებინა შეტევა. ახლა ვცდილობთ, რეაგირება მოვახდინოთ ამ შეტევაზე, თავდასხმაზე. ეს არის ახალი რეალობის ნაწილი. იქნება განსხვავებული რეალობა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, მაგრამ დღეს დასკვნებს ვერ დავდებთ. ჩვენ მნიშვნელოვანი დისკუსია გვექნება ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.