იენს სტოლტენბერგი – ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან

21:07, 02.04.2020

ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ტელეკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორობა მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში წვრთნებს.

„პარტნიორობის გაღრმავება ასევე მოიცავს ერთობლივ მუშაობას ჰიბრუდული საფრთხეების წინააღმდეგ და საჰაერო მიმოსვლის მონაცემების გაზიარებასაც, რომ გავხადოთ საჰაერო სივრცე ყველასთვის უფრო უსაფრთხო“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია „კოვიდ 19“-ის გამო ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა.

მსგავსი