იენს სტოლტენბერგი - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ერაყის საწვრთნელი მისიის ფარგლებში სამხედროების რაოდენობა 500-დან 4 000-მდე გაიზრდება
იენს სტოლტენბერგი - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ერაყის საწვრთნელი მისიის ფარგლებში სამხედროების რაოდენობა 500-დან 4 000-მდე გაიზრდება

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ერაყის საწვრთნელი მისიის ფარგლებში სამხედროების რაოდენობა 500-დან 4 000-მდე გაიზრდება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავაფართოოთ ნატო-ს საწვრთნელი მისია ერაყში, რომ მხარი დაუჭიროთ ერაყის უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც ებრძვიან ტერორიზმს და უზრუნველვყოთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ არ დაბრუნდეს. საწვრთნელი მისია ამიერიდან მოიცავს ერაყის უფრო მეტ ინსტიტუტს ბაღდადის ფარგლებს გარეთ“ – თქვა სტოლტენბერგმა.

ნატო-მ 2018 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბა „საკონსულტაციო, სასწავლო და შესაძლებლობების განვითარების“ მისია ერაყში, რათა დაეხმაროს ახლო აღმოსავლეთის ქვეყანას ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხის განეიტრალებაში.