იენს სტოლტენბერგი - ჩინეთი ამბობს, რომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობები სურს, ამავე დროს, პეკინი ასაზრდოებს ომს ევროპაში, შეუძლებელია, ერთიც და მეორეც ერთდროულად იყოს
იენს სტოლტენბერგი - ჩინეთი ამბობს, რომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობები სურს, ამავე დროს, პეკინი ასაზრდოებს ომს ევროპაში, შეუძლებელია, ერთიც და მეორეც ერთდროულად იყოს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მხარდაჭერა არის გადამწყვეტი ფაქტორი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩინეთი ამბობს, რომ სურს დასავლეთთან კარგი ურთიერთობები. მაგრამ, ამავე დროს, პეკინი ასაზრდოებს ომს ევროპაში. შეუძლებელია, იყოს ერთდროულად ერთიც და მეორეც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა აშკარად გაზარდა რუსეთში მანქანების ნაწილების, მიკროელექტრონიკის და სხვა ტექნოლოგიების გაყიდვა, რასაც მოსკოვი რაკეტების, ტანკებისა და თვითმფრინავების წარმოებისთვის იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.