იენს სტოლტენბერგი – დიდ ბრიტანეთს უნდა ჰქონდეს ნატო-ს სოლიდარობის იმედი
Pre-ministerial press conference by NATO Secretary General Jens Stoltenberg in advance of the meetings of NATO Ministers of Defence on 26-27 October 2016 at NATO headquarters
ნატო-ს გენერალური მდივანი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, – ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
მისი თქმით, ის ბორის ჯონსონთან სოლსბერში მომხდარ თავდასხმის საკითხს განიხილავს.
„დიდ ბრიტანეთს შეუძლია ჰქონდეს ნატო-ს სოლიდარობის იმედი, თუმცა ლონდონს ჯერ არ მოუთხოვია კოლექტიური თავდაცვის მუხლის ამოქმედება და არც გამოძიებაში დახმარება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღეს.