იენს სტოლტენბერგი - ბოლო წლებია, ევროპაში აშშ-ის სამხედროების რაოდენობა იზრდება
იენს სტოლტენბერგი - ბოლო წლებია, ევროპაში აშშ-ის სამხედროების რაოდენობა იზრდება

ნატო-ს მინისტერიალის მეორე დღის შეჯამებისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპაში აშშ-ის სამხედროების როლზე ისაუბრა.

„მინისტერიალზე განვიხილეთ აშშ-ის სამხედრო ძალები ევროპაში. ნატო-ს წევრებმა ხაზი გაუსვეს ევროპაში ამერიკის სამხედროების როლს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა ევროპასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმები გაგვაცნო. მართალია, გერმანიაში სამხედროების რაოდენობა შემცირდება, თუმცა აშშ-ის ერთგულება ევროპის უსაფრთხოებისადმი მტკიცეა. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა კი არ მცირდება, არამედ იზრდება. ევროპა არ არის მხოლოდ გერმანია. ჩვენ ვზრდით სამხედრო კონტინგენტს ბალტიისპირეთში, შავი ზღვის რეგიონში და პოლონეთშიც. მივესალმები ამ ტიპის დისკუსიებს, თუმცა ჩვენ არ განგვიხილავს, თუ სად და როგორ განლაგდება სამომავლოდ აშშ-ის სამხედროები ევროპაში. მინისტერიალზე მოვისმინეთ აშშ-ის მხრიდან ევროპის უსაფრთხოებისადმი თანადგომა და ერთგულების ძლიერი გამოხატულება“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.