იენს სტოლტენბერგი ავღანეთის საკითხზე დღეს დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

15:18, 24.08.2021

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ავღანეთის საკითხზე დღეს დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

აღნიშნულის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახურში განაცხადეს.

„ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას მიიღებს G7-ის ლიდერების ვირტუალურ შეხვედრაში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერაა ორგანიზებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი