იენს სტოლტენბერგი - ასპირანტი ქვეყნების პროგრესს აპრილში შევაფასებთ
იენს სტოლტენბერგი - ასპირანტი ქვეყნების პროგრესს აპრილში შევაფასებთ

ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ისტორიული წარმატებაა და მთავარი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პირველ არხს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების განუცხადა.

ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობა დაასრულეს. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გაფართოების წარმატებულმა საფეხურებმა ხელი შეუწყო ევროპაში მშვიდობის დამყარებას და ევროპული ინტეგრაციისთვის ნიადაგი მოამზადა.

„ამის მაგალითია წელს მონტენეგროს გაწევრიანება. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას იღებენ ასპირანტი სახელმწიფოები და ნატო-ს 29 წევრი. არავის აქვს ვეტოს უფლება. ჩვენ შევთანხმდით, რომ თითოეული ასპირანტი ქვეყნის პროგრესს აპრილში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შევაფასებთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

პირველ არხთან საუბრისას იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად.