ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ნატო-ს გენერალური მდივანი კონგრესში მიიწვია.
იენს სტოლტენბერგი კონგრესში სიტყვით 3 აპრილს გამოვა. ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ნატო-სა და ევროკავშირისთვის ამ კრიტიკულ პერიოდში, აშშ-ის კონგრესი და ამერიკელი ხალხი მოუთმენლად ელოდება თქვენს მიმართვას მეგობრობისა და პარტნიორობის შესახებ“, – ნათქვამია ნენსი პელოსის მიწვევაში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს მოეწერა ხელი.