იენს სტოლტენბერგი ასადის რეჟიმს იდლიბში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
იენს სტოლტენბერგი ასადის რეჟიმს იდლიბში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ასადის რეჟიმს იდლიბში მშვიდობიანი მცხოვრებლების მკვლელობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

სტოლტენბერგის თქმით, იდლიბის პროვინციაში ვითარების გამწვავება ნატო-ს მინისტერიალის მონაწილეებმა განიხილეს.

„იმას, რასაც დღეს იდლიბში ვხედავთ, არის ძალის სასტიკი გამოყენება და თავდასხმები განურჩევლად მშვიდობიან მოსახლეობაზე. ვგმობთ ამას, რადგან ეს მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთის მიერ მხარადჭერი ასადის რეჟიმს, შეწყვიტოს ეს თავდასხმები, რაც არის უდანაშაულო მოქალაქეები მკვლელობა, და სრულად დაუჭიროს მხარი გაერო-ს სამშვიდობო ძალისხმევას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო იდლიბში შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთებულია.

„დღეს ნატო უზრუნველყოფს თურქეთს მხარდაჭერით. თურქეთი არის ნატო-ს მოკავშირე და ნატო წარმოდგენილია თურქეთში“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.