იენს სტოლტენბერგი - არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს
იენს სტოლტენბერგი - არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა.

„ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმით ეს. უკრაინა იცავს თავს გაერო-ს წესდების შესაბამისად და ველოდებით, რომ ნატო-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.