იენს სტოლტენბერგი - არ გვაქვს ნიშანი, რომ პოლონეთში ინციდენტი იყო ნატო-ს ტერიტორიაზე განზრახული თავდასხმის შედეგი, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ფუნდამენტურ შეფასებას საფრთხეებზე
იენს სტოლტენბერგი - არ გვაქვს ნიშანი, რომ პოლონეთში ინციდენტი იყო ნატო-ს ტერიტორიაზე განზრახული თავდასხმის შედეგი, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ფუნდამენტურ შეფასებას საფრთხეებზე

არ გვაქვს ნიშანი, რომ პოლონეთში ინციდენტი იყო ნატო-ს ტერიტორიაზე განზრახული თავდასხმის შედეგი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ ინციდენტი უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია, რომელიც უკრაინის ტერიტორიის დაცვის მიზნით ისროლეს რუსეთის ფრთოსანი რაკეტის წინააღმდეგ.

ნატო-ს ხელმძღვანელის განცხადებით, პოლონეთში ინციდენტი უკრაინის დანაშაული არ არის და მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რომელიც აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ.

„არ გვაქვს იმის ნიშანი, რომ პოლონეთში ინციდენტი იყო ნატო-ს ტერიტორიაზე განზრახული თავდასხმის შედეგი. ჩვენ არ გვაქვს მაჩვენებლები, რომ რუსეთი გეგმავს შეტევით სამხედრო ქმედებებს ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს აჩვენებს საფრთხეს, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, მაგრამ არ ცვლის ჩვენს ფუნდამენტურ შეფასებას ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ საფრთხესთან დაკავშირებით. ეს აჩვენებს მონიტორინგის მნიშვნელობას, რომ ვიყოთ ფხიზლად. მადრიდის სამიტზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის გრძელვადიან ადაპტაციაზე. ეს მოიცავს ნაწილობრივ მეტ ჯარისკაცს აღმოსავლეთ ფლანგზე, მეტ წინასწარი პოზიციის აღჭურვილობას, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთით და ნაწილობრივ სამიზნე ძალებს, რომ შევძლოთ საბრძოლო ჯგუფების სწრაფად გაზრდა. ეს ყველაფერი ასევე ჩვენს საჰაერო თავდაცვით შესაძლებლობებს ზრდის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.