„ფორინ პოლისმა“ იენს სტოლტენბერგი წლის დიპლომატად დაასახელა
„ფორინ პოლისმა“ იენს სტოლტენბერგი წლის დიპლომატად დაასახელა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამერიკული ჟურნალ „ფორინ პოლისის“ მიხედვით, წლის დიპლომატი გახდა.

როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, დაჯილდოვების ცერემონია ვაშინგტონში გაიმართა.

სტოლტენბერგს ჯილდო გამოცემის რედაქტორმა, ჯონათან ტეპერმანმა გადასცა.

„როდესაც 29 ქვეყანა ერთხმად ამბობს, მათი ხმა უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხმა მსოფლიოში“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა დაჯილდოვების დროს.