იენს სტოლტენბერგი - ალიანსში უკრაინის წევრობის საკითხი რეფორმებში მიღწეული პროგრესის საფუძველზე იქნება შეფასებული
იენს სტოლტენბერგი - ალიანსში უკრაინის წევრობის საკითხი რეფორმებში მიღწეული პროგრესის საფუძველზე იქნება შეფასებული

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსში უკრაინის წევრობის საკითხი შეფასებული იქნება მის მიერ რეფორმების პროგრესის საფუძველზე. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

უკრიანელმა ჟურნალისტმა იენს ტსოლტენბერგს ჰკითხა, თუ რატომ არ არის დღემდე უკრაინა ნატო-ს ასპირანტი ქვეყნების ოფიციალურ სიაში.

„ნატო-ს და უკრაინას ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ. ნატო უკრაინას ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ამას გარდა, მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე ახორციელებენ. ჩვენ უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერებას და მუშაობას გავაგრძელებთ. თუმცა ახლა ფოკუსი რეფორმებზეა. მივესლამები, უკრაინის მკაფიო განცხადებას, რომ რეფორმებზეა ორიენტირებული. წევრობის საკითხი უკრაინის მიერ რეფორმებში მიღწეული პროგრესის საფუძველზე იქნება შეფასებული“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.