იენს სტოლტენბერგი - ალიანსის მოკავშირეების ერთიანობის საკითხის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება
იენს სტოლტენბერგი - ალიანსის მოკავშირეების ერთიანობის საკითხის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება

მოკავშირეების ერთიანობის საკითხის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება , – ასე გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ, რამდენიმე კვირის წინ ალიანსის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას.

„არ ვეთანხმები, განსაკუთრებით მაშინ, თუ უფრო ახლოდან დავაკვირდებით. ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ალიანსი მუმდივად ერთად ვმოქმედებთ, ალიანსი აქტიურია“ ,- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა არასდროს უნდა დააყენონ ეჭვქვეშ ერთიანობა და ერთმანეთის დაცვის თავისუფლება.

„რადგან ნატო-ს მიზანია მსოფლიოს დაცვა და კონფლიქტების თავიდან აცილება, ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგისთვის სიგნალის გაგზავნა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, მთელი ალიანსი დაიცავს მას“ , – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოცემა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო „ტვინის სიკვდილს“ განიცდის, ევროპას კი საკუთარი სამხედრო ძალების შექმნა სჭირდება.