იენს სტოლტენბერგი - ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მოწოდებას ვუერთდები
იენს სტოლტენბერგი - ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მოწოდებას ვუერთდები

ნატო-ს გენერლაური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას ეხმაურება. სტოლტენბერგის განცხადებით, ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ამის შესახებ მან მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაწერა.

„ვუერთდები საერთაშორისო მოწოდებას ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებით მის მკვლელობის მცდელობაში პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რუსეთმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლებებისა და კანონის უზანაესობასთან დაკავშირებული თავისი საერთაშორისო ვალდებულებები.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნის 30 დღით, 15 თებერვლამდე პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გამართულ პროცესზე მიიღეს. რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მას ბრალად პირობითი სასჯელის სისტემატური დარღვევა ედება.