იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთი და საბერძნეთი ხმელთაშუა ზღვის საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთი და საბერძნეთი ხმელთაშუა ზღვის საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთი და საბერძნეთი ხმელთაშუა ზღვის საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

„თურქეთისა და საბერძნეთის ლიდერებთან ერთად ჩატარებული დისკუსიების შემდეგ, ორივე მოკავშირე თანახმაა, დაიწყოს ტექნიკური მოლაპარაკებები ნატო-ში კონფლიქტს თავიდან აცილების მექანიზმების შესაქმნელად და ინციდენტებისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. საბერძნეთი და თურქეთი ღირებული მოკავშირეები არიან და ნატო მნიშვნელოვანი პლატფორმაა ყველა იმ საკითხზე კონსულტაციებისთვის, რომელიც ჩვენს საერთო უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას. მე მაქვს ახლო კავშირი ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ნატო-ს სოლიდარობის სულისკვეთებით ამ დაძაბულობას გადაწყვეტა მოვუძებნოთ“, – წერს იენს სტოლტენბერგი.

თურქეთი და საბერძნეთი ერთმანეთს ხმელთაშუა ზღვის აუზში არსებულ ბუნებრივ რესურსებზე ედავებიან.