იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი თურქეთს ევროკავშირთან დაახლოებაში დაეხმარება
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი თურქეთს ევროკავშირთან დაახლოებაში დაეხმარება

შვედეთი დაეხმარება თურქეთს ევროკავშირთან დაახლოებაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„რაზეც შვედეთი დათანხმდა დღეს, როგორც ევროკავშირის წევრი, არის თურქეთის მცდელობების აქტიური მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და დახმარება ევროკავშირ-თურქეთის საბაჟო კავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მოდერნიზებაში“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო არ არის ჩართული თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებში, მაგრამ შვედეთს, როგორც ევროკავშირის წევრს, შეუძლია წვლილის შეტანა. ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმება ორივე სახელმწიფოს შორის შეთანხმებას.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.