იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი ნატო-ს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი ნატო-ს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შვედეთი ნატო-ს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა გამოცემა SVT-ს განუცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, თურქეთმა ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე შვედეთის ალიანსში რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, თუმცა თურქეთის პარლამენტი მუშაობას ოქტომბერში განაახლებს.

„ვილნიუსში მიღწეული იქნა კონსენსუსი – როგორც კი თურქეთის ეროვნული ასამბლეა შეიკრიბება, ისინი დაიწყებენ რატიფიცირების პროცესს”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

თუმცა, სტოლტენბერგმა თავი შეიკავა კონკრეტული თარიღის დასახელებისგან და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთის შესვლა ალიანსში მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოხდება.

„მე ყოველთვის ფრთხილი ვარ კონკრეტული თარიღების მიმართ, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, – თქვა გენერალურმა მდივანმა.