იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ხვალ ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც ასევე ევროკავშირის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები დაესწრებიან
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ხვალ ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც ასევე ევროკავშირის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები დაესწრებიან

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ხვალისთვის ნატო-ს სამიტი მოიწვია, რომელსაც ასევე ევროკავშირის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები დაესწრებიან. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

„ნატო და ევროკავშირი ერთიანნი არიან თავიანთი ღირებულებების დაცვაში, რაც არის თავისუფლება, დემოკრატია და თითოეული ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა რუსეთის თავდასხმას ბარბაროსული უწოდა და განაცხადა, რომ ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის მძიმე დროა.

„რუსეთი ცდილობს, ძალით დააბრუნოს საათი უკან, აღადგინოს გავლენის სფეროები და ძირი გამოუთხაროს გლობალურ წესებს, რომლებმაც ევროპა ათობით წლის განმავლობაში უსაფრთხო ადგილად შეინარჩუნეს. ჩვენ დაუღალავად ვცდილობდით, ჩაგვერთო რუსეთი დიპლომატიაში. თუმცა, მოსკოვმა უარი თქვა დიალოგზე და აგრესია არჩია. ნატო და უკრაინა უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს ვუჭერთ მათი თავდაცვის უფლებას. ნატო გააკეთებს ყველაფერს მოკავშირეების დასაცავად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ალიანსის ერთგულება მეხუთე მუხლისადმი რკინასავით მყარია.