იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფინეთი ნატო-ს ხვალ, 4 აპრილს შეუერთდება
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფინეთი ნატო-ს ხვალ, 4 აპრილს შეუერთდება

ფინეთი ნატო-ს სამშაბათს, 4 აპრილს შეუერთდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ეს არის ნაბიჯი, რომელიც ფინეთს – უფრო უსაფრთხოს, ხოლო ალიანსს უფრო ძლიერს გახდის. ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას ნატო-ს შტაბ-ბინაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შედეგად შვედეთიც უფრო უსაფრთხო გახდება.