იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ომი უკრაინაში მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ომი უკრაინაში მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში დიდი ალბათობით მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. აღნიშნულის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიტანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს ევროპაში და შემდეგ ეს ომი დიდი ალბათობით დასრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შედეგი მთლიანად დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ სიძლიერეზე, ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვუჭერთ მხარს უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.