იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ბრიუსელიდან რუსეთის მისიის თანამშრომლების გაძევება რომელიმე კონკრეტული საკითხის გამო არ მომხდარა
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ბრიუსელიდან რუსეთის მისიის თანამშრომლების გაძევება რომელიმე კონკრეტული საკითხის გამო არ მომხდარა

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბრიუსელიდან რუსეთის მისიის თანამშრომლების გაძევება რომელიმე კონკრეტული საკითხის გამო არ მომხდარა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი ფხიზლად უნდა იყოს რუსეთის „მავნებლური“ ქმედებების გამო.

მისი თქმით, რუსეთის მისიის თანამშრომლები გაძევება, მოხდა, რადგან ისინი რუსეთის დაზვერვის არადეკლარირებული თანამშრომლები იყვნენ და ქმედებები არ შეესაბამებოდა მათ აკრედიტაციას. მიუხედევად ამისა, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო ღიაა რუსეთთან დიალოგისთვის.

რუსეთის მისიის თანამშრომლების გაძევებას გამოეხმაურნენ კრემლში და განაცხადეს, რომ აღნიშნულმა ქმედებამ ურთიერთობების ნორმალიზების და დიალოგის განახლების იმედები დაასამარა.