იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ აუცილებელია ახალი სტრატეგიის შემუშავება, რადგან ნატო-ს სტრატეგიული გარემო 2010 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ აუცილებელია ახალი სტრატეგიის შემუშავება, რადგან ნატო-ს სტრატეგიული გარემო 2010 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა

ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აუცილებელია ახალი სტრატეგიის შემუშავება, რადგან ნატო-ს სტრატეგიული გარემო 2010 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.

გენერალური მდივნის თქმით, შეხვედრაზე „ნატო-2030“ პროგრამაზე გაკეთდა აქცენტი, რომელმაც 2010 წელს მიღებული პროგრამა უნდა ჩაანაცვლოს. 14 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე, რომელშიც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას, სწორედ „ნატო-2030“ პროგრამა იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.

გენერალური მდივნის განცხადებით, იმისათვის, რომ ნატო-მ უფრო მეტის გაკეთება შეძლოს, საჭიროა მეტი ინვესტიციების განხორციელება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ალიანსის კოლექტიურ სიძლიერეს.

გარდა ამისა, გენერალურმა მდივანმა, ბელარუსშირაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით ალიანსმა უკვე გაავრცელა განცხადება, რომლითაც მტკიცედ დაგმო სამოქალაქო რეისის იძულებით დასმა, რომელიც ნატოს ერთი წევრი ქვეყნის დედაქალაქიდან – მეორეს დედაქალაქში მიფრინავდა. გარდა ამისა, გენერალურმა მდივანმა ბელარუსს დაკავებული ჟურნალისტის და მისი პარტნიორის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ ბელარუსზე დაწესებულ სანქციებს და მომხდარზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას აუცილებლად მიიჩნევს.