იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსს, როგორც ინსტიტუტს, უკრაინაში ჯარების გაგზავნის გეგმა არ აქვს
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსს, როგორც ინსტიტუტს, უკრაინაში ჯარების გაგზავნის გეგმა არ აქვს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსს, როგორც ინსტიტუტს, უკრაინაში ჯარების გაგზავნის გეგმა არ აქვს.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო არ მიილტვის რუსეთთან კონფლიქტისკენ და ის ფაქტი, რომ ნატო უკრაინას მხარს უჭერს, არ ხდის ალიანსს კონფლიქტის მონაწილედ.

„ჩვენ არ ვგეგმავთ ნატო-ს ჯარების განლაგებას უკრაინაში ან საჰაერო ძალების გაგზავნას უკრაინის საჰაერო სივრცეში, მაგრამ ჩვენ კრიტიკულ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, რათა თავი დაიცვან“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

იმავდროულად, Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანას სურს კიევის მხარდაჭერის გაფართოება და მზად არის, უშუალოდ იმოქმედოს უკრაინის ტერიტორიაზე წვრთნებისა და იარაღის მიწოდების კუთხით. ამასთან, ნატო განიხილავს უკრაინის დასავლეთი ნაწილის ცის დახურვას.