იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტს დაესწრება
იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტს დაესწრება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტს დაესწრება.

„2022 წლის 23 აგვისტოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ონლაინრეჟიმში მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში“, – ნათქვამია ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ყირიმის პლატფორმა უკრაინის მიერ წამოწყებული საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატია, რომლის მიზანია, ყირიმის ანექსიაზე საერთაშორისო რეაგირება უფრო მეტად ეფექტური გახადოს, უპასუხოს უსაფრთხოების გამოწვევებს და გააძლიეროს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე.

სამიტი ონლაინფორმატში გაიმართება და უკრაინული მედიის ინფორმაციით, მასში მონაწილეობის სურვილი არაერთმა სახელმწიფოს ლიდერმა გამოთქვა.