იენს შპანი – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას რამის შეცვლა თუ სურს, მას რეფორმა სჭირდება, ევროკავშირმა ამ კუთხით წამყვანი როლი უნდა დაიკავოს
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ს მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კავშირის გაწყვეტას აკრიტიკებს.
იენს შპანმა „ტვიტერის“ მეშვეობით განცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროსთვის იმედგაცრუება იყო.
„ასეთი რეაგირება საერთაშორისო ჯანდაცვისთვის იმედგაცრუებაა. თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას სურს, მომავალში რამე შეცვალოს, მას რეფორმა სჭირდება. ევროკავშირმა ამ კუთხით წამყვანი როლი უნდა დაიკავოს და ორგანიზაციას მეტი ფინანსური დახმარება გაუწიოს. ეს ევროკავშირში ჩვენი პრეზიდენტობისას ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება“, – წერს იენს შპანი.
That’s a disappointing backlash for International Health. If @WHO shall make any difference for the future it needs reform. And the EU must take a leading role and engage more financially. That’s one of our @BMG priorities for our EU presidency. #EU2020BMG
— Jens Spahn (@jensspahn) May 30, 2020