იემენში საუდის არაბეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა
იემენში საუდის არაბეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა

საუდის არაბეთის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძოდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

თვითმფრინავმა კატასტროფა სამხედრო ოპერაციის მსვლელობის დროს განიცადა. ამის შესახებ განცხადება საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტო SPA-ს მეშვეობით გავრცელდა.

ჰუსიტების შეიარაღებულმა ძალებმა მანამდე სატელევიზიო ეთერით განაცხადეს, რომ საადას პროვინციაში მებრძოლი მოკლეს.

საუდის არაბეთის მხარის განცხადებით, თვითმფრინავი საომარ ზონაში ჩამოვარდა. განცხადების მიხედვით, საუდის არაბეთის მეთაურობით კოალიციამ უხელმძღვანელა სპეცოპერაციას, რომლის საშუალებითაც ორი გადარჩენილი პილოტის ევაკუაცია მოხდა.