იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიაიერიშების შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიეროების მიერ მხარდაჭერილი 20 სეპარატისტი მოკლეს
იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიაიერიშების შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიეროების მიერ მხარდაჭერილი 20 სეპარატისტი მოკლეს

იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიაიერიშების შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიეროების მიერ მხარდაჭერილი 20 სეპარატისტი მოკლეს.

„სამხრეთის გარდამავალი საბჭოს“ ძალების წევრებზე თავდასხმა ორ სამხედრო ბაზაზე მოხდა.

იემენელი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ორი წლის განმავლობაში სამხრეთ იემენში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება და ჩრდილოეთისგან გამოყოფა სურთ.

საუდის არაბეთმა და საერთაშორისოდ აღიარებულმა იემენის მთავრობამ გასულ თვეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ბრალი დასდეს სამხრეთ იემენის სამხრეთით მდებარე ჰადრამავთისა და ალ-მაჰრას პროვინციების ნაწილების ხელში ჩაგდებისკენ სწრაფვაში. რიადმა გააფრთხილა მხარეები, რომ ამ პროვინციებში „სამხრეთის გარდამავალი საბჭოს“ მზარდ ყოფნას თავისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ ერთგულია საუდის არაბეთის უსაფრთხოების. საუდის არაბეთის მოწოდების შემდეგ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დაადასტურა, რომ მისმა ბოლო ჯარისკაცებმა იემენი დატოვეს.