იემენში საუდის არაბეთის ავიაიერიშს საქორწინო ცერემონიის მონაწილეები ემსხვერპლნენ
იემენში საუდის არაბეთის ავიაიერიშს საქორწინო ცერემონიის მონაწილეები ემსხვერპლნენ

იემენში, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშს სხვდასხვა მონაცემებით, 20-დან 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

იერიშის სამიზნე ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით დასახლება აღმოჩნდა, სადაც საქორწინო ცერემონიალი მიმდინარეობდა.

ადგილობრივი საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მორგში 40-მდე დაღუპულის ცხედარია, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კი 46 დაჭრილი შეიყვანეს, მათ შორის 30 ბავშვია.

იემენში კონფლიქტი მეამბოხე ჰუსიტებსა და სამთავრობო ძალებს შორის უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს.