იემენში სასწრაფო დახმარების მანქანების დაბომბვას 42 ადამიანი ემსხვერპლა
იემენში სასწრაფო დახმარების მანქანების დაბომბვას 42 ადამიანი ემსხვერპლა

იემენში საუდის არაბეთის კოალიციის მიერ სასწრაფო დახმარების მანქანების დაბომბვას 42 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ატომობილები დაბომბვის დროს საპორტო ქალაქ ჰოდეიდას საავადმყოფოსთან იდგნენ. დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია.

დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 20-მდე ადამიანმა მიიღო, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა დასახმარებლად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მედიკამენტები გაგზავნა.

იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში არაბული კოალიცია ამბოხებულ შიიტ ჰუსიტებს ებრძვის. იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს.