იემენში მეამბოხეებმა ექსპრეზიდენტის სახლი ააფეთქეს
იემენში მეამბოხეებმა ექსპრეზიდენტის სახლი ააფეთქეს

იემენში მეამბოხეებმა ექსპრეზიდენტის სახლი ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, იემენის ყოფილი ლიდერის ალი აბდულა სალეჰის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ირანული მედია წერს, რომ სალეჰი შესაძლოა, მოკლეს.

მანამდე ტელეარხი „ალ-არაბია“ იემენის დედაქალაქში მიმდინარე ინტენსიური შეტაკებების შესახებ იტყობინებოდა. საბრძოლო მოქმედებები იმ გარეუბანში მიმდინაროებდა, სადაც ალი აბდულა სალეჰის სახლი მდებაროებს. ვრცელდებოდა ცნობა, რომ მეამბოხე ჰუსიტები ამ რაიონში მდებარე ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღებას ცდილობდნენ.

დატოვე კომენტარი