იემენში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

13:40, 29.11.2017

იემენის საპორტო ქალაქ ადენში აფეთქებას სულ მცირე ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირე ისლამისტების დაჯგუფებამ აიღო. ამის შესახებ მათ განცხადება ინტერნეტში გაავრცელეს.

ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, Fox News წერს, რომ ქალაქის ცენტრში დანაღმული მანქანის აფეთქებამ შენობის ჩამონგრევა გამოიწვია.

მსგავსი