იემენში ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს
იემენში ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს

იემენში ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. უმაღლესი რევოლუციური კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები გაეროს მოთხოვნის საფუძველზე შეწყდება.

„თავდასხმების შეწყვეტის მიზანია, არაბულ ქვეყნებს აგრესიის და ბლოკადის გაგრძელების ყველა ნებისმიერი გამართლება შეეზღუდოთ. მზად ვართ, ოპერაცია ყველა ფრონტზე შევწყვიტოთ და სამართლიანი მშვიდობისთვის ვიმუშაოთ“, – აღნიშნულია ჰუსიტების განცხადებაში.

ჰუსიტები აცხადებენ, რომ სარაკეტო იერიშები არის პასუხი საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის სამხედრო ოპერაციაზე, რომელიც იემენის ომში 2015 წელს ჩაერთო. არაბული კოალიცია საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი აბდ-რაბუ მანსურ ჰადის მმართველობის აღდგენას ცდილობს.