იემენის ქალაქ ჰოდეიდაზე ავიაიერიშს 12 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

08:08, 03.04.2018

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით კოალიციის მიერ იემენის სანაპირო ქალაქ ჰოდეიდაზე მიტანილ ავიაიერიშს 12 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოგვიანებით კი ჰუსიტებმა საუდის არაბეთის სამხრეთ სანაპიროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

სასწრაფო დახმარების ექიმებისა და ადგილობრივების თქმით, კოალიციის ავიაიერიშის სამიზნე საცხოვრებელი სახლი გახდა, სადაც სხვა პროვინციიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები აფარებდნენ თავს. მათივე ცნობით, 12-ვე მსხვერპლი ერთი ოჯახიდან იყო. მათ შორის შვიდი ბავშვია.

კოალიციის სპიკერის განცხადებით, ამ ცნობებს ისინი სერიოზულად მოეკიდებიან და აუცილებლად გამოიძიებენ მომხდარის მიზეზს.

მსგავსი