იემენის სამხედრო ბაზაზე მასშტაბურ თავდასხმას სულ მცირე 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 60 კი დაშავდა
იემენის სამხედრო ბაზაზე მასშტაბურ თავდასხმას სულ მცირე 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 60 კი დაშავდა

იემენის უდიდეს სამხედრო ბაზაზე მასშტაბურ თავდასხმას სულ მცირე 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 60 სამხედრო მოსამსახურე კი დაშავდა.

როგორც მედია წერს, ლაჰიჯის პროვინციაში მთავრობის მიერ კონტროლირებულ ალ-ანადის სამხედრო ბაზაზე, სადაც საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, შიიტმა „ჰუსიტებმა“ უპილოტო საფრენი აპარატებით და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში.

სამხედრო ბაზაზე ათობით ჯარისკაცი ვარჯიშობდა, როდესაც ტერიტორიაზე იერიში დაიწყო. ბალისტიკური რაკეტები „ჰუსიტებმა“ ქალაქ ტაიზიდან გაუშვეს. საუდის არაბეთის მხარდაჭერილი იემენის მთავრობა და ამბოხებული „ჰუსიტები“ ერთმანეთს 2015 წლიდან ებრძვიან. ამბოხებულები დედაქალაქ სანაას აკონტროლებენ.