იემენის ქალაქ ადენში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
იემენის ქალაქ ადენში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

იემენის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ ადენში, ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტიები მანქანით შევარდნენ და თავი აიფეთქეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ექვსი ადამიანი.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

როგორც Reuters-ი ავრცელებს, ტერაქტის შდეგად დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. თვითმხილველების თქმით, თავდასხმა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

იემენში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება. შიიტმა ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქი სანა 2015 წელს დაიკავეს. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი არაბული კოალიცია ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის და მხარს გაქცეულ პრეზიდენტ, მანსურ ჰადის უჭერს.