იემენის ქალაქ ადენში, პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა
იემენის ქალაქ ადენში, პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა

იემენის ქალაქ ადენში, პრეზიდენტის სასახლესთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პრეზიდენტის სასახლეში იემენის ახალი მთავრობის წევრები იმყოფებიან. იემენის ახალი მთავრობის წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლეში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც რამდენიმე საათის წინ ადენის აეროპორტში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.