იემენის დედაქალაქში აეროპორტი დაბომბეს
იემენის დედაქალაქში აეროპორტი დაბომბეს

იემენის დედაქალაქის აეროპორტი დაბომბეს. ამის შესახებ ცნობებს არაბული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ავიაიერიში მეამბოხე ჰუსიტებსა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ერთგულ ჯარისკაცებს შორის შეტაკებების განახლებას მოჰყვა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ დედაქალაქ სანაას ქუჩებში შეტაკებები გუშინ ღამით ინტენსიურად მიმდინაროებდა.

მათივე თქმით, მოქალაქეთა ნაწილი დაბომბვის და შეტაკებების გამო სახლებიდან ვერ გამოდიოდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ სხვადასხვა ცნობები ვრცელდება. გარდაცვლილთა რიცხვი სულ მცირე 60-ს აღწევს. იემენში სამოქალაქო ომი 2014 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ერთმანეთს შიიტი მეამბოხე ჰუსიტები და იემენის პრეზიდენტის მომხრეები ებრძვიან. იემენის პრეზიდენტს ზურგს საუდის არაბეთი უმაგრებს, ხოლო ამბოხებულებს ირანი.