იემენიდან საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში ოფიციალური ელ-რიადი ირანს ადანაშაულებს
იემენიდან საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში ოფიციალური ელ-რიადი ირანს ადანაშაულებს

იემენიდან საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში ოფიციალური ელ-რიადი ირანს ადანაშაულებს.

საუდის არაბეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აეროპორტის მიმართულებით რაკეტის სროლა შესაძლოა, საომარ ქმედებად შეფასდეს. საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ამბოხებული შიიტი ჰუსიტების მხარდაჭერის გარეშე ბალისტიკური რაკეტის სროლა არ მოხდებოდა. განცხადებაში ასევე წერია, რომ საუდის არაბეთი ირანის წინააღმდეგ შესაბამისი საპასუხო მოქმედების უფლებას იტოვებს.

ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ, საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ იემენში სახმელეთო გამშვები პუნქტები, საზღვაო პორტები და აეროპორტები დახურა.

შიიტმა ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქი სანა 2015 წელს დაიკავეს. კოალიცია ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის და მხარს გაქცეულ პრეზიდენტ, მანსურ ჰადის უჭერს.