იემენიდან ისრაელზე დრონით თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა
იემენიდან ისრაელზე დრონით თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა

იემენიდან  ისრაელზე დრონით თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ისრაელელ მაშველებსა და სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონმა წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ეილათს დაარტყა.

მაგენ დავიდ ადომის (MDA) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ დაშავებულები იოსეფტალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორ მათგანს კიდურების სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.

ისრაელის მედიამ ინციდენტი იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმად შეაფასა, თუმცა დაჯგუფებას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.