იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ დანაღმული უპილოტო საფრენი აპარატებით და ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს
იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ დანაღმული უპილოტო საფრენი აპარატებით და ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს

იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ დანაღმული უპილოტო საფრენი აპარატებით და ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში. ამბოხებულთა მოძრაობა „ანსარ ალახის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იაჰია სარემ თქვა, რომ ოპერაცია მიმართული იყო ქალაქ ნაჯრანის განთავსებული სამხედრო ობიექტების და ქალაქ ხამის მუშაითის ავიაბაზის წინააღმდეგ.

ჰუსიტების ინფორმაციით იერიში წარმატებული იყო, თუმცა დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მანამდე ტელეკომპანია „ალ არაბიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ სამხრეთ საზღვარზე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო და ჰუსიტების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ავიაიერიშები განახორციელა.