იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში საუდის არაბეთის სამხედრო გემებზე თავდასხმა განახორციელეს

17:26, 17.08.2026

იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში საუდის არაბეთის სამხედრო გემებზე თავდასხმა განახორციელეს. დაჯგუფების განცხადებით, მათ ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს წითელ ზღვაში განლაგებულ საუდის არაბეთის სამხედრო გემს და ოთხ ესკორტ გემს.

დაჯგუფების პრესსპიკერის, იაჰია სარის თქმით, გემებს იემენის პორტის ქალაქ მოხას სანაპიროსთან ახლოს დაარტყეს. მისივე თქმით, დაჯუგება საუდის არაბეთზე იერიშებს მომავალშიც გააგრძელებს.

მედიის ცნობით, „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის სტრატეგიულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა გასულ შაბათ-კვირასაც სცადეს.

ამავდროულად იემენის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ნაწილს აკონტროლებს, აცხადებს, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში „ჰუსიტების“ ობიექტებზე თითქმის 200 თავდასხმა განახორციელეს.

ცნობისთვის, „ჰუსიტები“ იემენური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებს. „ჰუსიტები“ თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებენ და ირანთან მჭიდრო კავშირები აქვთ. დაჯგუფება ბოლო წლებში წითელ ზღვაში მცურავ გემებს ხშირად ესხმის თავს.

მსგავსი