იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, იემენის არმიაში აცხადებენ, რომ რაკეტებმა სამიზნეებს ზუსტად მიაღწიეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, იემენის არმიაში აცხადებენ, რომ რაკეტებმა სამიზნეებს ზუსტად მიაღწიეს

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

იემენის არმიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის ქალაქ იაფას რეგიონში მნიშვნელოვან სამიზნეებზე დარტყმები განახორციელეს.

„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ რაკეტებმა სამიზნეებს ზუსტად მიაღწიეს. „ჰუსიტების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის საზღვაო ნავიგაცია სრულად აიკრძალება წითელ ზღვაში და ამ განცხადების გაკეთების მომენტიდან მტრის ყველა მოძრაობა იემენის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ იქნება განხილული.

„ვადასტურებთ, რომ ესკალაციას ესკალაციით ვუპასუხებთ და ჩვენი სამხედრო ოპერაციები გაძლიერდება საველე მოვლენების, ბრძოლის მიმდინარეობისა და ჯიჰადისა და წინააღმდეგობის ღერძთან შეთავსებით. ვადასტურებთ ჩვენი ხალხის და ჩვენი თავისუფალი ერის ხალხების უფლებას, დაუპირისპირდნენ ამერიკა-ისრაელის აგრესიას. ჩვენ არ დავრჩებით უმოქმედოდ ჩვენი ხალხის, ჯიჰადისა და წინააღმდეგობის ღერძის ხალხების მიმართ პალესტინაში, ღაზაში, ირანში, ლიბანსა და ერაყში დაწესებული უსამართლო ალყის წინაშე“, – აღნიშნულია „ჰუსიტების“ განცხადებაში.