იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

11:14, 27.05.2025

იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რაკეტების მიახლოების გამო განგაშის სიგნალები ჩაირთო იორდანიის ველზე და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთ რაიონებში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორივე რაკეტის განეიტრალება შეძლო.

ისრაელის მედია წერს, რომ ქვეყნის არცერთ ქალაქს საფრთხე არ ემუქრებოდა. ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი