იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

„ჰუსიტების“ განცხადების თანახმად, სარაკეტო თავდასხმის სამიზნე ბენ გურონის აეროპორტი იყო და ოპერაციამ წარმატებით მიაღწია თავის მიზანს.

განცხადების მიხედვით, ოპერაციის ფარგლებში იემენის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს ამერიკის აგრესიის წარუმატებლობა, ხელი შეუშალოს იემენს პალესტინის მხარდაჭერაში.

როგორც „ჰუსიტები“ აცხადებენ, გააგრძელებენ ოპერაციებს ისრაელის წინააღმდეგ, ვიდრე ღაზის წინააღმდეგ აგრესია არ შეჩერდება.

ისრაელის წინააღმდეგ რაკეტის გაშვებას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის ძალები. ისრაელში აცხადებენ, რომ იემენიდან გაშვებული რაკეტა წარმატებით განეიტრალდა ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლამდე. განგაშის სიგნალი ისრაელის ცენტრალურ რაიონებში ისმოდა.