იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს თავს დაესხნენ
იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს თავს დაესხნენ.
„ჰუსიტების“ კონტროლირებული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, თავდასხმის სამიზნე გახდა ჯიზანის რეგიონში მდებარე კომპანია „არამკოს“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. თავდასხმა დრონებით განხორციელდა.
„ჰუსიტების“ განცხადებით, საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაბომბვა იემენის საადისა და ჰაჯის პროვინციებში საჰაერო სივრცის დარღვევის საპასუხოდ მოხდა.